ვინისიუსის ორმაგი სტანდარტი

ბრაზილიელ ფეხბურთელს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, როგორც მეტოქეები, ასევე პრესის წარმომადგენლები.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსის წინააღმდეგ 135-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც უკონკურენტო მაჩვენებელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში. აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს „ლაციოს“ მოთამაშე ზაკანი იკავებს (93), ხოლო მესამეს ნეიმარი (90).

„რეალის“ შემტევის ორმაგი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ თვითონაც არცთუ ისე იშვიათად სცოდავს. მან „ბეტისთან“ შეხვედრაში რიგით მე-11 ყვითელი ბარათი მიიღო (წლეულს) და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ანდრიხსა (ლევერკუზენი) და ვერატის ჩამორჩება, რომლებიც 12-12 გაფრთხილებას მოითვლიან. სტატისტიკის მიხედვით, ვინი, საშუალოდ, ყოველ 2.8 მატჩში ერთხელ „საჩუქრდება“ მსაჯისგან (აქედან, ოთხჯერ პროტესტის, ხოლო სამჯერ მეტოქესთან დაპირისპირების გამო დაისაჯა).

„მარკას“ ცნობით, „ოციანი“ კარგად აანალიზებს მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას და ხვდება, რომ უნდა ისწვალოს სიმშვიდის შენარჩუნება და მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, არ უნდა აჰყვეს პროვოკაციებს.

სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე სტუმრად ჩატარებული მატჩების მიმდინარეობისას ხშირად ხდება რასისზმის მსხვერპლი, რის გამოც გულშემატკივრებთან კონფლიქტში უწევს შესვლა. მას ყველანაირი პირობა აქვს, ესპანეთიდან ბევრად კომფორტულ სიტუაციაში გადაბაგრდეს და ყოველგვარი თავდასხმების გარეშე გააგრძელოს ფეხბურთის თამაში, თუმცა ვინის ძალიან უყვარს მადრიდის „რეალი“ და მისი მიზანია დიდი წარმატებებს მიაღწიოს ამ კლუბის მაისურით.



1

10 მარტი 2023 17:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 268
გადაბრგდეს და მერე ნახოს, მაგას ტრიბუნიდან გინება კი არა მოედანზევე გაუნგრევენ თავყბას ინგლისში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)