MARCA - არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ დიდებული თამაში ჩაატარა „ენფილდზე,“ გუნდმა განვლილი 3 შეხვედრა წარუმატებლად ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

როგორც „ბეტისთან“ ნამატჩევს დაიწერა, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე, ფლორენტინო პერესი „ბენიტო ვილიამარინის“ გასახდელისაკენ გაეშურა, სადაც ანჩელოტისთან ჰქონდა შეხვედრა. „მარკას“ ინფორმაციით, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ვინაიდან ტრადიციისამებრ, პრეზიდენტი ყოველთვის ასე იქცევა, როდესაც მატჩი მოგებით ან წაგებით სრულდება.

როგორც გამოცემა იუწყება, პრეზიდენტს საკმაოდ ნორმალური საუბარი ჰქონდა მთავარ მწვრთნელთან. რა თქმა უნდა, ის იმედგაცრუებული იყო, თუმცა კომუნიკაციამ ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩაიარა. უფრო მეტი დაძაბულობა შეინიშნებოდა მაშინ, როდესაც მადრიდული დერბის შემდეგ (1-1), პირველი პირი შეხვდა სპეციალისტს.

ცხადია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ჯერ დასკვნების გამოტანის დროს არ არის და ეს კარგად ესმის პერესს. წინ სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილია და შესაბამისად, დონ ფლორენტინო მხარდაჭერას უცხადებს იტალიელსა და მის შეგირდებს.

გუნდი სიმშვიდეს ინარჩუნებს. ანჩელოტიმ ხელმძღვანელს მოახსენა, რომ ყველაფერი სწორად კეთდება და კოლექტივი მზად არის ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლისათვის.


1

8 მარტი 2023 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
კარლიტოს მადლობა უნდა უთხრან და გაუშვან სახლში.ზაფხულში კი ზიდანი დააბრუნონ და სრული კარტ-ბლანში მისცენ.მხოლოდ ზიზუს შეუძლია რეალის ჰიპერ და დაუმარცხებელ გუნდათ ქცევა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)