პერესმა მბაპესთვის ბრძოლა ისევ გადაწყვიტა
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს 2023 წლის ზაფხულში „პსჟ“-ს დატოვება მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი...
აღნიშნული ინფორმაცია „რეალსაც“ აცნობეს და პერესმა სამომავლო გეგმის დასახვა დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, „რეალი“ კოლოსალური თანხის გადახდას არ მოერიდება და ფეხბურთელისთვის ყველაფერს იღონებს.
მბაპეს სანაცვლოდ „მერენგები“ 220 მილიონ ევროს გაამზადებენ, თავად ფეხბურთელს კი 6 წლიან და საკმაოდ მიმზიდველ ხელშეკრულებას გაუფორმებენ. მბაპე პარიზში ბედნიერი არ არის და ამას ყველა ნაბიჯზე ხაზს უსვამს.
პარიზში მიხვდნენ, რომ გუნდი მის გარეშე უნდა ააშენონ და წარმატებაზეც სხვა ფორმაციით იფიქრონ.
- 7 მარტი 2023
- 3 856
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.