Cadena SER - ანჩელოტის ტიტულიც ვერ იხსნის
სამეფო კლუბის მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში გუნდუ უკვე 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას.“
Cadena SER-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის მომავალი სულ უფრო შორდება მადრიდულ გრანდს და არ არის გამორიცხული, ტიტულის მოგების შემთხვევაშიც კი, ხელმძღვანელობამ თანამშრომლობა შეწყვიტოს მასთან, ვინაიდან გასახდელში არსებული ატმოსფერო საკმაოდ გაფუჭდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ანჩელოტიმ არა ერთი ფეხბურთელის გულისწყრომა დაიმსახურა. მაგალითად, კამავინგა უკმაყოფილიო დაცვის მარცხენა ფრთაზე ასპარეზობითმ ამასთანავე, ჩუამენი, სებალიოსი და ასენსიო ფიქრობენ, რომ ნაკლები სათამაშო წუთები ეძლევათ.
პარალელურად, პროცესებს აქტიურად აკვირდება ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია. 63 წლის სპეციალისტს ზაფხულში „სელესაოს“ თავკაცის რანგში ელოდებიან.
- 7 მარტი 2023
- 1 660
- 4