რაულის დიდი პრობლემა
მიმდინარე სეზონში „რეალ მადრიდ კასტილია“ ყველაფერს აკეთებს, რომ რანგით უფრო მაღალ დივიზიონში დაწინაურდეს.
26-ე ტურის თავზე, ახალგაზრდა მადრიდელები მესამე პოზიციას იკავებენ და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „ალრკორკონს,“ ხოლო 2-ით მეორეადგილოსან „დეპორტივოს,“ რომელსაც მომავალ უქმეებზე ესტუმრებიან.
რომ არა რაულის გუნდის დიდი პრობლემა, „კასტილიას“ სიტუაცია ახლა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა. კერძოდ, ამ ფორმაციის შემადგენლობისასთვის სუსტ წერტილს წარმოადგენს მატჩის ბოლო წუთები, ვინაიდან მათ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე, 12 ქულა გაატანეს ქარს.
ამის ნათელი დასტურია განვლილი 2 დაპირისპირება. „სან ფერნანდროსთან“ შეხვედრაში „კასტილიელები“ 78-ე წუთამდე 2 უპასუხო გოლით ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ 3-2 წააგეს. „რაიო მახადაჰონდას“ წინააღმდეგ კი, 88-ე წუთამდე იგებდნენ მინიმალური ანგარიშით, მაგრამ მეტოქემ ტაბლოზე 1-2 დააფიქსირა.
დანარჩენ შემთხვევებში, „ელ კაპიტანოს“ შეგირდები მარცხს გადაურჩნენ და ფრეზე მოაწერეს ხელი: „ლინენსმა“ 92-ე წუთზე შეძლო ქულის გადარჩენა (2-2), „სეუტამ“ 93-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა (2-2), ხოლო „პონტევედრამ“ 90-ე წუთზე მოახერხა ამის გაკეთება (1-1).
აქედან გამომდინარე, ლეგენდარულ კაპიტანის დიდი სამუშაოების გაწევა მოუწევს დარჩენილ შეხვედრებში, რათა გუნდმა მაქსიმალურად მოახერხოს ქულების დაგროვება.
- 7 მარტი 2023
- 2 174
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.