მოდრიჩი-კროოსის ტანდემი ძალას კარგავს
წლების განმავლობაში ხორვატისა და გერმანელის წყვილის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო „რეალის“ შემადგენლობა.
37 და 33 წლის ნახევარმცველები ნელ-ნელა თმობენ პოზიციებს და ეს სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს.
უკვე 64 მატჩი გავიდა მას შემდეგ, რაც მოდრიჩმა და კროოსმა ერთად დაიწყეს თამაში სასტარტო თერთმეტეულში და შეუცვლელად იასპარეზეს. უკანასკნელად ეს ფაქტი, 2022 წლის 16 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში დაფიქსირდა. ისინი ახლოს იყვნენ ამასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, თუმცა 91-ე წუთზე, ანჩელოტიმ სებალიოსით ჩაანაცვლა ლუკა.
საკმაოდ რთული და გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, მწვრთნელი ცდილობს ძალები დააზოგინოს ვეტერან მოთამაშეებს.
- 7 მარტი 2023
- 798
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.