სებალიოსი და ასენსიო კვლავ სათადარიგოზე დასხდნენ

19 იანვარს, როდესაც სათასო მატჩში „რეალი“ 2-0 აგებდა „ვილიარეალთან,“ მწვრთნელმა საქმეში სებალიოსი და ასენსიო ჩართო.

შეიძლება ითქვას, რომ ანჩელოტიმ ცვლილებები გამოიცნო, ვინაიდან დანიელმა ჯერ ვინისიუსს გაატანინა, ხოლო მიწურულს, მარკოს პასით, თავად შეაგდო გამარჯვების გოლი და გუნდიც გადაურჩა „კოპა დელ რეიდან“ გამოვარდნას.

აღნიშნულის შემდეგ, ორივე მოთამაშემ საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო. ისინი არაერთხელ გამოჩდნენ სასტარტო შემადგენლობაში., თუმცა „მალიორკაში“ განცდილმა მარცხმა, როდესაც საწყისი წუთებიდან ირჯებოდნენ, მათი პოზიციები კვლავ შეასუსტა. დამრიგებელმა მოთამაშეები 71-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან. არადა, ასენსიოს ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, პენალტის ზუსტად შესრულებით, მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა.

„ბლანკოსის“ უკანასკნელი 2 პაექრობის განმავლობაში, შანსი მხოლოდ სებალიოსს ერგო, ყოფილის კლუბის წინააღმდეგ, ბოლო 30 წუთი. საინტერესოა, რომ ანჩელოტიმ მათზე უარი თქვა „ელ კლასიკოზე“ და შესაბისად, ისინი არ წამომდგარან სათადარიგო სკამიდან. მეტიც, არსებული სურათით, ახალგაზრდა ფეხბურთელები კვლავ ძველ სტატუსს დაუბრუნდნენ.

უკვე რამდენიმე თვეში, სებალიოსსა და ასენსიოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტები ეწურებათ. ამ დრომ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“

ინფორმაციისათვის, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მალიორკელი „რეალის“ მეორე საუკეთესო მეგოლე ლა ლიგის მასშტაბით. მან მეტოქე 3-ჯერ დაამწუხრა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)