როგორც იქნა! კროოსმა გადაწყვეტილება მიიღო
ტონი კროოსს რამდენიმე თანაგუნდელის მსგავსად, 30 ივნისს ეწურება სამეფო კლუბში ყოფნის ვადა.
„რეალის“ ხელმძღვანელობა მზად არის დაუყოვნებლივ გაუხანგრძლივოს ფავორიტ ფეხბურთელს კონტრაქტი, თუმცა ამ დრომდე, მოლაპარაკებების პროცესს თავად „რვიანი“ აფერხებს, ვინაიდან არ გადაუწტყვეტია, დარჩება თუ არა დიდ ფეხბურთში.
El Debate-ს ჟურნალისტ ტომას გონსალეს მარტინის ინფორმაციით, როგორც იქნა, გერმანელმა მომავალთან დაკავშირებით გეგმა გაწერა. ის სურვილს გამოთქვამს, კიდევ 1 წლის განმავლობაში მოირგოს „ბლანკოსის“ მაისური და 2024 წლის ზაფხულში ჩამოკიდოს ბუცების ლურსმანზე.
კროოსი უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას.
- 7 მარტი 2023
- 4 230
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.