ბენზემას დაღმასვლა
ის, რომ „რეალის“ შარშანდელ წარმატებაში ლომის წვლილი კარიმ ბენზემას მიუძღვის, ყველასათვის ნათელია.
ფრანგმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ, სრულიად დამსახურებულად „ოქროს ბურთი“ დაიბევა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კაპიტნის ეფექტურობის მაჩვენებლმა მნიშვნელოვნად იკლო, რაც ალბათ, პირდაპირ აისახა გუნდის წინსვლაზეც. არსებული მომენტისათვის, ის 27 ჩატარებულ პაექრობასა და 18 გოლს მოითვლის, რაც 9 შედეგიანი დარტყმით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლეულს, ბენზემა საშუალოდ 0.6-კერ ამწუხებს მეტოქეს თითოეულ მატჩში, განვლილ სეზონში კი, ეს მაჩვენებელი 0.84 შეადგენდა.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტის თვეში, კარიმმა ყველა შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი პერფორმანსები ჩემპიონთა ლიგაზე.
შესაძლებელია, ფრანგის დაღმასვლა იმ ტრავმებსაც უკავშირდებოდეს, რომელიც უკვე უკან მოიტოვა.
- 7 მარტი 2023
- 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.