„რეალის“ ხელმძღვანელობა აზარს შეხვდება
მიმდინარე წელს ბელგიელი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც რეკორდული თანხა დაუჯდა კლუბს, მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე. მას 4 იანვარს, ქვედალიგელ „კასერენიოს“ წინააღმდეგ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში, კლუბის ხელმძღვანელობა აზარს შეხვდება და მის მომავალთან დაკავშირებით გაესაუბრება.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ „შვიდიანისთვის“ ესპანეთის დედაქალაქის დატოვება უმჯობესი იქნება, ვინაიდან კარლო ანჩელოტის პირობებში, ედენის მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა.
იტალიელი სპეციალისტი სრულ უნდობლობას უცხადებს შეგირდს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ აზარმა უკანასკნელად სექტემბერში მიიღო მონაწილეობა ლა ლიგის შეხვედრაში.
- 7 მარტი 2023
- 693
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.