„რეალის“ ფიასკო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ
როგორც ჩანს, სეზონის შუა ნაწილში ჩატარებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა სამეფო კლუბზე.
კატარის ტურნირის დაწყებამდე, მადრიდელები მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ „ბარსელონას,“ ხოლო ახლა, სხვაობა 9 ქულას შეადგენს. მას შემდეგ, რაც სეზონი განახლდა, სასწორზე 30 ქულა იდო, საიდანაც ანჩელოტის შეგირდებმა მხოლოდ 18 აღებას მოახერხა, 12 კი ქარს გაატანეს.
ჩატარებული მატჩებიდან, „თეთრებმა“ მარცხი განიცადეს „ვილიარეალთან“ და „მალიორკასთან,“ რასაც მოჰყვა ფრე „რეალ სოსიედადთნა,“ „ატლეტიკოსთან“ და „ბეტისთან.“
აღსანიშნავია, რომ „რეალი“ მიჯრით 3 შეხვედრაში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. მსგავსი წარუმატებელი სერია, გუნდს 2021 წლის სექტემბერის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ, სეზონის სტარტი იყო და მადრიდელებმა დროულად მოახერხს გონს მოსვლა. ახლა სურათი განსხვავებულია, ვინაიდან თითოეული შეცდომა ძვირად ფასობს.
- 6 მარტი 2023
- 955
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.