ბრაჰიმი ახლოს არის „რეალში“ დაბრუნებასთან
ბრაჰიმ დიასს 30 ივნისს ეწურება „მილანში“ ყოფნის ვადა.
კლუბებს შორის შეთანხმების თანახმად, „როსონერის“ შემტევი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელებს არ ძალუძთ „რეალის“ მიერ მოთხოვნილი 22 მლნ. ევროს გადახდა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ესპანელი ფეხბურთელი „ბლანკოსში“ დაბრუნდება.
ამასთანავე, როგორც იწერება, ბრაჰიმის საკითხი მოდრიჩის, სებალიოსა და ასენსიოს მომავალზეცაა დამოკიდებული. აღნიშნული მოთამაშეების მადრიდული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- 6 მარტი 2023
- 801
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.