რა სჭირს ჩუამენს?
მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ ბოლო წუთებში უარი თქვა სამეფო კლუბის მაისურის მორგებაზე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გმირი ორელიან ჩუამენი გახდა. ართ
„რეალმა“ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მლნ. ევრო ჩაუთვალა მონეგასკურ კლუბს. თავდაპირველად, ახლგაზრდა მოთამაშის მისია, საჭიროების შემთხვევაში კაზემიროს შეცვლა უნდა ყოფილიყო, თუმცა ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, მან ევროპის ჩემპიონების სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
სეზონის სტარტზე ჩუამენი მორცხვად გამოიყურებოდა, მაგრამ წარმატებით ართმევდა თავს მწვრთნელის ტაქტიკურ დავალებებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ მისთვის ჯერ საკმაოდ დიდია კაზემიროს ფეხსაცმელი, რასაც კლუბშიც ამჩნევენ.
დაცვითი ფუნქციების პარალელურად, იტალიელ დამრიგებელს ახალწვეულის შეტევითი პოტენციალის იმედიც ჰქონდა, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ამაოდ. არსებული მომენტისათვის ჩუამენისთვის კვლავ უცხო ხილია „რეალის“ მაისურით გოლის გატანა, ის მხოლოდ 2 ასისტს მოითვლის. არადა, შარშან 5 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი, ხოლო იმის წინ 3-ს.
„მონაკოს“ რიგებში საყრდენი საშუალოდ 1 დარტყმას ახორციელებდა ყოველ 90 წუთში, „ბლანკოსში“ კი, აღნიშნული მაჩვენებლი 10 წუთით გაიზარდა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში 23 წლის მოთამაშე გარკვეულ პრობლემებს განიცდის და საერთო არ ჰგავს საკუთარ თავს. არ არის გამორიცხული, დაცვითი ფუნქციების შუახაზელის სტატუსი კამავინგამ გადაიბაროს, რომელიც გაცილებით სტაბილურად და საიმედოდ ირჯება, ვიდრე მისი თანამემამულე.
„რეალში“ იმედი აქვთ, რომ ჩუამენი რთულ პერიოდს გადალახავს და თამაშის ხარისხს გაამჯობესებს, ვიდაიან მისი ამჟამინდელ სტატისტიკა ბევრად ჩამორჩება განვლილი სეზონის მონაგარს. კერძოდ:
„რეალში“ - საშუალოდ: ჯარიმა ყოველ 59 წუთში, ართმევა ყოველ 15 წუთში, ჩაჭრა ყოველ 63 წუთში, ყვითელი ბარათი ყოველ 593 წუთში;
„მონაკოში“ - საშუალოდ: ჯარიმა 63 წუთში, ართმევა 11 წუთში, ჩაჭრა 30 წუთში, ყვითელი ბარათი 391 წუთში.
- 6 მარტი 2023
- 1 939
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.