რაული „რეალიდან“ 8 ფეხბურთელის გაშვებას ითხოვს, 2 კი ლეგენდაა!
რაულ გონსალეს ბლანკოს „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. კარლო ანჩელოტის მიმართ ფლორენტინო პერესის უკმაყოფილება ძალიან დიდია...
თავის მხრივ „ელ კაპიტანოს“ საკუთარი ხედვები აქვს, რომელიც ხელმძღვანელობას გაუზიარა. რაული მიიჩნევს, რომ კლუბი 8 ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.
ესენი არიან ალვარო ოდრიოზოლა, მარიანო დიასი, ედენ აზარი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ფერლან მენდი, ხესუს ვალიეხო და ანდრეი ლუნინი. რაულის აზრით, მოდრიჩისა და ტონის ეპოქა დასრულდა და გუნდმა მათ გარეშე, სულ სხვა სტილში თამაში უნდა ისწავლოს, ლუნინი კი კოლექტივს იჯარის წესით უნდა დაემშვიდობოს, სხვა ყველა ფეხბურთელი ამ შემთხვევაში გასაშვებია.
გარდა ამისა, „ელ კაპიტანო“ მიიჩნევს, რომ „კასტილიას“ რიგებიდან მთავარ გუნდში ვინისიუს ტობიასიას, რაფა მარინის და ალვარო როდრიგესის გადაყვანა სწორი გადაწყვეტილება იქნება და გუნდსაც მნიშვნელოვნად გააახალგაზრდავებს.
გარდა კასტილიელებისა, რაულს საკუთარი ხედვები აქვს მარკო ასენსიოსთან, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან და თავდასხმის ხაზის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
- 6 მარტი 2023
- 13 836
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.