პრეზიდენტი მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა
პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურში „რეალმა“ მორიგი ქულები გაანიავა და ჩემპიონობისათვის ბრძოლაში კიდევ უფრო გაირთულა საქმე. არსებული მომენტისათვის დედაქალაქელები „ბლაუგრანას“ უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან.
„ბენიტო ვილიამარინზე“ ადგილობრივ „ბეტისთან“ ნულოვანი ყაიმის გაგორების შემდეგ, ფლორენტინო პერესი გუნდის გასახდელში ჩავიდა. აღნიშნული შესახებ Relevo იუწყება.
პრეზიდენტი ანჩელოტის შეხვდა და მასთან საკმაოდ დიდხნიანი დიალოგი ჰქონდა, რის გამოც იტალიელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზეც კი დააგვიანა.
კლუბის პირველმა პირმა სპეციალისტს ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე თავისი უკმაყოფილება დაუფიქსირა. მისი განრისხება კი, ჯერ კიდევ ესპანეთის სუპერ თასიდან დაიწყო, სადაც „ბლანკოსმა“ ფინალი დათმო „ბარსელონასთან.“
ამასთანავე, პერესს კითხვები ჰქონდა მადრიდულ დერბიში დაკომპლექტებულ სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. ის ფიქრობს, რომ ანჩელოტიმ გარკვეული შეცდომები დაუშვა და შესაბამისად, გუნდმა ვერ გამოიყენა კონკურენტის მარცხი „ალმერიაში.“
საერთო ჯამში კლუბში არცთუ ისე სახარბიელო ატმოსფერო სუფევს.
- 6 მარტი 2023
- 5 117
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.