როდრიგო: „ძალიან მიჭირს ამის ახსნა“
როდრიგომ სევილიური გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად იასპარეზა, თუმცა გუნდს ვერ დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დასრულებულა, კვლავ ცოცხლები ვართ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ძალიან რთული იქნება ჩემპიონობისათვის ბრძოლა. ჩვენ მათთან გვაქვს სათამაშო და ვნახოთ, რა მოხდება.“
„მეტად კომფორტულად ვგრძნობ თავს „ათიანის“ პოზიციაზე. ამ შემთხვევაში კარიმთან ერთად ბევრს ვკომბინირებ. ვფიქრობ, გაცილებით მეტი ხიფათის შექმნაც, სწორედ მოედნის ცენტრიდან შემიძლია.“
„მშრალი სერია? ძალიან მიჭირს ამის ახსნა, ვინაიდან გუნდის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგჯერ მოწოდების სიმაღლეზე ასპარეზობ და გოლი კარში არ შედის, ზოგჯერ კი, პირიქით არის.“
„იმედგაცრუებულნი ვართ. გუნდმა არა ერთი შანსი შექმნა, თუმცა მატჩი გატანილი გოლის გარეშე დამთავრდა. შემადგენლობამ ახალი ტაქტიკით იასპარეზა და საწყენია, რომ გრაფაში ნოლი დავაფიქსირეთ.“
- 6 მარტი 2023
- 2 678
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.