ანჩელოტი: „ეს ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია“
კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ ჩატარებული მატჩი შეაფასა.
„საკმაოდ გახსნილი თამაშის მომსწრენი გავხდით და სწორედ ეს იყო ჩვენი სურვილიც. წინა ხაზში ეფექტური მოქმედებები გვაკლდა. ბოლო 30 წუთის განმავლობაში გუნდი ნაყოფიერად გაისარჯა, სრულად აკონტროლებდა მატჩს, მაგრამ მსგავსი ასპარეზობა პირველ ნახევარშიც საჭიროა. განვლილ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაგვეტანა, ვინაიდან 3-4 შესანიშნავი შანსი გვქონდა. რაც არ უნდა იყოს, სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს - ბოლო 3 მატჩში, მხოლოდ ერთხელ გამოვიჩინეთ თავი და ისიც სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ. ჩვენს გუნდში ბალანსი დარღვეულია. ახლა თავს საიმედოდ ვიცავთ, თუმცა შეტევა შენელდა.“
„კამავინგას მოედნიდან გაყვანა მის ყვითელ ბარათს უკავშირდებოდა. ამასთანავე, მინდოდა ენერგიის შეტანა შემადგენლობაში და შესაბამისად, სებალიოსი ჩავრთე საქმეში. სისტემა 4-3-3 გადავაწყვე, როდრიგო კი, ფლანგზე გადაერთო.“
„ასენსიოს არ მოუწია მოედანზე გასვლა, რადგან ვინიზე, კარიმსა და როდრიგოზე გავაკეთე არჩევანი. რთულია ამის ახსნა, თუ რატომ.“
„უფრო დაზარალებულად ვგრძნობ თავს, ვიდრე გაბრაზებულად. უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთი პოტენციალის მქონე გუნდს როგორ ვერ გააქვს 1-ზე მეტი გოლი 3 შეხვედრაში.“
„რა თქმა უნდა, ლა ლიგა დაკარგული არ არის. პირველადგილოსანთან სხვაობა დიდია, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„შემადგენლობის კონფიგურაცია ნორმალურია ჩემთვის. ამ ფეხბურთელებმა 5 შედეგიანი დარტყმა განახორციელეს „ენფილდზე.““
„ალვაროს გამოსვლის შემდეგ ჩაწოდება არ ყოფილა საჯარიმოში? დიახ, ზოგჯერ ჩვენ არ ვიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს. ჩვენ კოლექტიური პრობლემის წინაშე ვდგავართ და არა ინდივიდუალური.“
„ვგონებ, საჭიროა ნაკლები დრიბლინგი და აქცენტის გაკეთება დარტყმებზე.
- 6 მარტი 2023
- 1 843
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.