„კასტილიას“ მორიგი დრამატული მარცხი [ვიდეო]

„კასტილიამ“ მიჯრით მეორე მარცხი იწვნია.

ესპანეთის PRIMERA RFEF-ის 25-ე ტურის ფარგლებში, რაულის შეგირდებმა „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რაიო მახადაჰონდა“ მიიღეს. ნოელის გოლის წყალობით მასპინძლები მე-5 წუთზე დაწინაურდნენ და აღნიშნულ ანგარიშის 89-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ საკმაოდ მოკლედ პერიოდში, სტუმრებმა 2 შედეგიანი დარტყმა ჩაიწერეს აქტივში და წინა მატჩის მსგავსად („სან ფერნანდოსთან“), ბოლო წუთებზე გაატანეს ქარს ქულები.

მოგების შემთხვევაში „კასტილიას“ შანსი ჰქონდა სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე დაწინაურებულიყო და ლიდერთან 2 ქულამდე შეემცირებინა სხვაობა, თუმცა ახლა ისევ მე-3 პოზიციას სჯერდება 48 ქულით და 2-ით ჩამორჩება „დეპორტივოს,“ რომელსაც მომდევნო ტურში შეერკინება (12 მარტს), ხოლო უკვე 5-ით „ალკორკონს.“

„კასტილიას“ შემადგენლობა განვლილ მატჩში: დე ლუისი, ტობიასი, რაფა მარინი, კარილიო, მარიო მარტინი, ნოელი (არანდა, 73'), არიბასი, პეტერი (ნიკო პასი, 73'), ალვარო მარტინი (ტეო, 68'), ობრადორი და ედგარი.
გოლები: 1-0 ნოელი (5'), 1-1 დავიდ როდრიგესი (89'), 1-2 ზოზოლუა (90+4')


1

5 მარტი 2023 23:50

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
მინიმუმ 3 ან 4 შემთხვევა მახსენება მიმდინარე სეზონში, როდესაც კასტილია მატჩის ბოლომდე იგებდა და მერე უცებ წააგეს...

რავიცი რავიცი... მგონი რაულის სისუსტეზე მიუთითებს ეს ფაქტი და სხვა არაფერზე....

როდესაც დაწინაურებისთვის იბრძვი, არ არის ნორმალური რომ, ზედიზედ ორჯერ 88 წუთის შემდეგ დაგიქამბექინ...
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)