„რეალის“ მეტოქემ „მანჩესტერი“ შეარცხვინა

სამეფო კლუბთან საპასუხო მატჩამდე 10 დღით ადრე, „ლივერპულმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა „ენფილდზე.“

პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ფარგლებში, კლოპის შეგირდებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლეს და 7-0 გაანადგურეს. გაკპომ, სალაჰმა და ნუნიესმა დუბლების გაფორმება შეძლეს, ხოლო შეხვედრაში საბოლოო წერტილი ფირმინომ დასვა.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ მე-5 პოზიციასა და 42 ქულას მოითვლის. ისინი 3 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონთა ლიგის ზონას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალის განმეორებითი შერკინება 16 მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. ბრიტანელების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას, ვინაიდან პირველი პაექრობა 2-5 წააგეს „ბლანკოსთან.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (249)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)