ვან დერ ვაარტი: "არსად წასვლას არ ვაპირებ"
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვან დერ ვაარტმა განაცხადა, რომ ოზილის ტრანსფერი მას არანაირ პრობლემას არ უქმნის და კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"ოზილის ტრანსფერით ჩემთვის არაფერი შეცვლილა და არც პრობლემები გამჩენია, მე ვიბრძოლებ ძირითადში მოსახვედრად. კლუბის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია, მაგრამ მოურინიო ჩვენთან საუბრისას ყოველთვის აცხადებს, რომ შანსი ყოველ ჩვენგანს ექნება. რეალში თამაში ადვილი არ არის, მითუმეტეს ახლა, როდესაც გუნდს უმაღლესი დონის ფეხბურთელი შეუერთდა, მაგრამ მე არსად წასვლას არ ვაპირებ და დარწმუნებული ვარ უამრავი სათამაშო დრო მექნება."
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 18 აგვისტო 2010
- 1 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.