არაუხოს დასაფასებელი საქციელი
„ლა კოპას“ პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის ფონზე ჩატარდა.
მატჩის მიწურულს, როდესაც ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს ალვარო როდრიგესი ტერ შტეგენს შეეჯახა და კატალონიელი ფეხბურთელები „ბლანკოსის“ ახალგაზრდა მოთამაშეს შემოეხვივნენ, არაუხო იყო ერთადერთი, რომელმაც თანაგუნდელებს თანამემამულეზე ზეწოლის განხორციელების საშუალება არ მისცა, რის გამოც ანჩელოტის შეგირდებისგან სამადლობელი სიტყვები და პატივისცემა დაიმსახურა.
გამოცემა „მარკა“ აღნიშნავს, რომ რონალდი საკმაოდ თავდამდაბალი და გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საფეხბურთო წრეებში. რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ის ვინისიუს ჯუნიორსაც კი გამოექომაგა.
- 5 მარტი 2023
- 3 010
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.