ვინისა და როდრიგოს მშრალი სერია „ბერნაბეუს“ გარეთ
ანჩელოტის შეგირდები „ბენიტო ვილიამარინიდან“ ეცდებიან 3 ქულის წამოღებას.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსი და როდრიგო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ „რეალის“ წინა ხაზში. თავის მხრივ, „ოციანი“ 18 გოლს მოითვლის და ბენზემასთან ერთად მთავარი ბომბარდირის წოდებას იყოფს, ხოლო გოეშის აქტივში 10 შედეგიანი დარტყმაა. ვინისა და კარიმის გარდა, მასზე მეტი გოლი მხოლოდ ვალვერდეს ერიცხება - 12.
მიუხედავად ასეთი ციფრებისა, ბრაზილიელი თავდამსხმელები, ლა ლიგის მასშტაბით, არცთუ ისე შედეგიანობით გამოირჩევიან, როდესაც საქმე გასვლით პაექრობებს ეხება. უკანასკნელად, „სანტიაგო ბერნაბეუს“ გარეთ, ვინიმ 29 აგვისტოს გამოიჩინა თავი („ესპანიოლთან“), ხოლო როდრიგომ 18 სექტემბერს („ატლეტიკოსთან“).
რაც შეეხება საერთო სურათს, მოცემული მომენტისათვის, „რეალი“ სატურნირო ცხრილში ყველაზე მეტი გოლი აღენიშნება სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში - 24. აქედან, 8 ბენზემას დამსახურებაა, 4 ვალვერდეს, 2-2 ვინისიუსი, ასენსიოს, მოდრიჩისა და მილიტაოს, ხოლო თითო-თითოჯერ, ვასკესმა, როდრიგომ, ალაბამ და კროოსმაც მაოხერხეს მეტოქის დამწუხრება.
- 5 მარტი 2023
- 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.