კურტუა „ბეტისთან“ შავი მაისურით იასპარეზებს - მიზეზი ცნობილია
პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის ფარგლებში „რეალი“ „ბენიტო ვილიამარინს“ ესტუმრება.
რასაკვირველია, „ბეტისის“ წინააღმდეგ კარის უსაფრთხოებაზე ტიბო კურტუა იზრუნებს, ხოლო სათადარიგოზე მისი დუბლიორის სტატუსს ლუის ლოპესი მოირგებს, ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ანდრეი ლუნინი განაცხადს მიღმა დარჩა.
როგორც ცნობილია, მომავალ პაექრობაში ბელგიელი ფეხბურთელი შავი მაისურით იასპარეზებს. „რეალმა“ სხვა კლუბების მსგავსად, მწვანე აუნთო „ატლეტიკის“ თხოვნას. აღნიშნული ჟესტით, ბასკებს სურთ პატივისცემა გამოხატონ ლეგენდარული მეკარის, ხოსე ანხელ ირიბარის მიმართ, რომელსაც 1-ელ მარტს 80 წელი შესრულდა. ეს უკანასკნელი ბილბაოელების ღირსებას 18 წლის განმავლობაში, სწორედ შავი ფერი მაისურით იცავდა.
- 5 მარტი 2023
- 602
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.