„კვარაცხელია „რეალის“ ფილოსოფიაში ჯდება“
გამოცემა AS თბილისის „დინამოს“ აკადემიის დირექტორს, ანდრეს კარასკოს ესაუბრა ხვიჩა კავარაცხელიას პროგრესთან დაკავშირებით.
1990-იან წლებში, ნაკლებად გლობალიზებულ სამყაროში, ქართული ფეხბურთი ევროპულ ლიგებში ისეთი გვარებით გამოჩნდა, როგორებიცაა: ქინქლაძე, არველაძე, ქეცბაია, კობიაშვილი... ნიჭიერი ფეხბურთელები, თუმცა მათ არასდროს ჰქონიათ ისეთი გავლენა, როგორიც დღევანდელი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ სენსაციას, „ნაპოლის“ ვინგერს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც „კვარადონას“ ზედმეტსახელითაც კი მოიხსენიებენ: „ცხადია, დიეგოსთან შედარება გაზვიადებულია (იცინის), მაგრამ ეს ნათლად მეტყველებს, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მოთამაშემ გულშემატკივრებზე“ - ამბობს „დინამოს“ აკადემიის დირექტორი ანდრეს კარასკო. ამ უკანასკნელს დიდებულად მოეხსენება ქართველი ვარსკვლავის მდგომარეობა, ვინაიდან სწორედ ესპანელმა მწვრთნელმა აიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის აკადემიაში 2011 წელს.
„კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთი რუკაზე გამოსახა. ის, რასაც ხვიჩა კვირიდან კვირამდე აკეთებს, უბრალოდ შესანიშნავია“ - აღნიშნავს კარასკო, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის ყველაზე წარმატებულ გუნდში მესამე ეტაპს გადის.
ქართველის გავლენა იმდენად დიდია, რომ მის სახელს უკვე უკავშირებენ ისეთი დიდი კლუბების ორბიტას, როგორიც „რეალია:“ „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია თავისუფლად მოერგება „ბლანკოსის“ ფილოსოფიას. ამ კლუბის ღირებულებები ახლოს არის ხვიჩასთან. ის ბავშვობიდანვე მადრიდელი იყო და არ მგონია, ბევრს ცდილობდეს იმის გამო, რომ მათთან იყოს დაკავშირებული“ - დაამატა კარასკომ.
22 წლის ფეხბურთელი ახლა უკვე ერთგვარი სარკეა, რომელშიც კარასკოს აკადემიის წევრები იყურებიან: „ხვიჩა ყოველთვის თავმდაბალი ბიჭი იყო. ის ახლოს არის ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებთან. ისინი პირადად იცნობენ მას. აღსანიშნავია, რომ დაბალი კატეგორიის გუნდებში ასპარეზობის დროს, კვარაცხელია არ გახლდათ საუკეთესო და მას დიდ ფეხბურთელობას ვერ უწინასწარმეტყველებდით, თუმცა უზარმაზი პროგრესი განიცადა და ფაქტი სახეზეა“ - დასძინა კარასკომ.
AS
- 5 მარტი 2023
- 3 420
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.