16 წლის ხორვატი ტალანტი „რეალის“ რადარზეა
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას 16 წლის ხორვატი ტალანტი აინტერესებს...
ლუკა ვუშკოვიჩი, რომელიც საკმაოდ საიმედო მცველად ითვლება, „რეალის“ გარდა კიდევ რამდენიმე ევროპული გუნდის თვალთახედვის არეში მოექცა.
16 წლის უკანახაზელი უკვე 193 სანტიმეტრია და მეორე სართულის ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავს, ის გოლების გატანასაც ძალიან ხშირად ახერხებს.
ამ ეტაპზე ლუკა „ჰაიდუკუს“ 19 წლამდელებში ასპარეზობს, „ბლანკოსი“ კი მას „კასტილიაში“, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ მთავარ გუნდშიც ხედავს.
- 4 მარტი 2023
- 763
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.