პერესის გაფრთხილება კარლო ანჩელოტის
არსებული ცნობით, „ელ კლასიკოს“ შემდეგ, პრეზიდენტი პერესი კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა...
პრეზიდენტი საშინლად უკმაყოფილო იყო შემადგენლობით, რომელიც „რეალს“ „ელ კლასიკოში“ ჰყავდა. პერესის აზრით, 37 წლის მოდრიჩის და 33 წლის კროოსის ერთად დაყენება ასეთი დონის მატჩში, თანაც იმ ფონზე, როდესაც დაცვის ფლანგებს კარვახალი და ნაჩო ფერნანდესი ამაგრებდნენ, სრული სისულელე იყო.
ფლორენტინომ ანჩელოტის უთხრა, რომ თერთმეტეულში აშკარა პრობლემები აქვს.
თავის მხრივ, ანჩელოტის საკუთარი არგუმენტები აქვს, რაც პირველ რიგში რესურსის არქონას უკავშირდება, მაგრამ ეს საჯაროდ ვერ გამოცხადდება.
გასულ ზაფხულს კარლიტო ითხოვდა გარემარბს, მარჯვენა და მარცხენა მცველებს და ასე შემდეგ, მაგრამ ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნები არ შესრულებულა.
- 4 მარტი 2023
- 1 354
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.