„ბეტისისთვის“ მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სესიაში მონაწილეობა არ მიუღია ლუკა მოდრიჩს, რომელიც „ვილამარინზე“ დისკვალიფიკაციის გამო (5 ყვითელი ლა ლიგაში) ვერ ითამაშებს, ასევე აღსანიშნავია, რომ ანდრეი ლუნინს გასტროენტერიტი აღენიშნება და ლა ლიგის მომდევნო ტურში ხელმისაწვდომი არ იქნება...
სესიაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
დავიდ ალაბა და ფერლან მენდი აღდგენით კურსს განაგრძობენ, როდრიგო გოეში კი სრულ დატვირთავს იღებს და არანაიირი პრობლემა არ აქვს.
შეგახსენებათ, „მერენგები“ „ვილამარინს“ ხვალ, 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე ესტუმრებიან.
- 4 მარტი 2023
- 347
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.