„რეალის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა

სამეფო კლუბმა „ლა კოპას“ პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება მინიმალური ანგარიშით წააგო (0-1). რა თქმა უნდა, ფინალური საგზურის ბედი „ნოუ კამპზე“ გადაწყდება.

ESPN-ის ინფორმაციით, განვლილი მატჩის შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში კარლო ანჩელოტიმ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იტალიელი დამრიგებლის ქმედებებით. ისინი ფიქრობენ, რომ მწვრთნელს „ელ კლასიკოსთვის“ გეგმა ბ არ ჰქონდა შემუშავებული. მართალია, მადრიდელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა ერთხელაც კი ვერ დაარტყეს კარში.

გამომდინარე იქედან, რომ კატალონიელებმა წარმატებით შეძლეს ვინისიუსის განეიტრალება, „თეთრებმა“ შეტევის სხვა ვარიანტი ვერ მოძებნეს.

ამასთანავე, ანჩელოტის არ მოუწონეს კროოსისა და მოდრიჩის სასტარტო შემადგენლობაში ერთად განწესება, ვინაიდან თამაშის საკმაოდ მომთხოვნი იყო ფიზიკური თვალსაზრისით და შესაბამისად, ისინი მზად არ იყვნენ ამისთვის.

პირველი პირების აზრით, შეცდომა იყო ნაჩო ფერნანდესის ასპარეზობა მარცხენა ფრტაზე. ეს უკანასკნელი სათანადო მხარდაჭერას ვერ უკეთებდა ვინისიუსს წინა ხაზში.


1

5 მარტი 2023 18:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
"ნოუ კამპი" არა "კამპ ნოუ"
და კიდევ ბოლო 4 კლასიკოში რეალმა 3 წააგო და ეხლა გაახსენდათ, რო უკან უკან მიდის გუნდი. თუ არ წაუგია ბერნაბეუზე უფრო დიდი ანგარიშებით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)