მსაჯი ვინისიუსის გაძევებას აპირებდა, თუმცა . . .
ეჭვგარეშეა, რომ მუნუერა მონტეროს საკმაოდ რთულ შეხვედრაში მოუწია პროფესიული მოვალეობის შესრულება. „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელები მატჩის მიმდინარეობისას ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს მის მიმართ.
შეხვედრის 24-ე წუთზე, არბიტრმა ვინისიუსი დააჯარიმა. მან დე იონგის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. ამ მომენტს დიდი განხილვა მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში, ვინაიდან ორივე მოთამაშე ძიუდოს ილეთებით უფრო ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, ვიდრე საფეხბურთო.
სასტვენის შემდეგ, ჟურნალისტებმა მილიტაოსა და რეფერის საუბარი დააფიქსირეს. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს უთხრა - „ედერ, მომისმინე. ეს წითელი ბარათია. გასაგებია? მან კისერზე მოხვია ხელი მეტოქეს და ძირს დააგდო.“
საინტერესოა, რომ მიუხედავად ასეთი განწყობისა, მონტერო მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.
- 3 მარტი 2023
- 1 531
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.