რონსერო:„ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი „ელ კლასიკო““
ტომას რონსერომ „ელ კლასიკოს“ შემდეგ საფეხბურთო პუბლიკას საკუთარი მოსაზრება წარუდგინა...
„ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი „ელ კლასიკო“, როგორც „რეალისთვის“, ასევე „ბარსელონასთვის“, რომელმაც სრულიად უარი თქვა საკუთარ სტილსა და ფილოსოფიაზე და მთელი გუნდით თავს იცავდა.“
„უბედური ავტოგოლი არაფრისმომცემი მომენტიდან და ასევე არაფრისმომცემი ბურთის ფლობა, რომელიც უკვე „რეალს“ ჰქონდა და აბსოლუტურად უშინაარსო შეტევებს ახორციელებდა. ულტრამოდერნიზებული დაცვა, იტალიური მიდგომებით, სწორედ ასე ვუწოდებდი ჩავის სტილს.“
„„ბარსელონა“ მადრიდში დეპრესიაში ჩავიდა, მაგრამ განწყობა აიმაღლა, „რეალი“ კი ვერტიკალურ ფეხბურთს არ თამაშობდა და შეტევაში ვერანაირ კრეატივს ვერ ქმნიდა.“
„ტრიბუნების ენთუზიაზმი და მხარდაჭერა მხარდაჭერად დარჩა. ქომაგები კმაყოფილები ვერ იქნებიან, რადგან ამ თამაშისგან სიამოვნების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.“
„ვინისიუსისა და არაუხოს ბრძოლა მართლაც გამოსაყოფია. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ მცველმა გაანეიტრალა, რაც საბოლოო ჯამში „რეალის“ შეტევების სიმწვავეზეც აისახა.“
„ალბათ კარგი იქნება, „რეალმა“ ლა ლიგის და სამეფო თასის მატჩებშიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩართოს. ეს გუნდი ევროსარბიელზე სულ სხვა დონეს აჩვენებს, როგორც ჩანს, მუსიკასაც თავისი დატვირთვა აქვს.„
„და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუკა მოდრიჩის მომენტი. ხორვატს გოლი უნდა გაეტანა, ამ შემთხვევაში სურათი სულ სხვაგვარი იქნებოდა.“
- 3 მარტი 2023
- 1 291
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.