„ელ კლასიკო“ ციფრებში
ციფრების მიხედვით, „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალს“ აბსოლუტური დომინაცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ანჩელოტის გუნდმა თამაში წააგო და 1 გოლიც ვერ გაიტანა...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტის გუნდს „ბარსელონსთან“ 65%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა, ჩავის გუნდს კი მხოლოდ 35%.
მადრიდელებმა გოლის გატანა 13-ჯერ სცადეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბურთი კარის ჩარჩოსკენ არცერთხელ არ წასულა.
680 გაკეთებული პასიდან 598 ზუსტი აღმოჩნდა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც „ბარსელონამ“ მხოლოდ 380 პასი გააკეთა და 309 ზუსტი.
„რეალმა“ შეტევა 156-ჯერ დაიწყო, საიდანაც 102 შემთხვევაში იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო, „ბარსელონას“ მაჩვენებელი კი ამ მხრივ 72/22-ზეა.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ „რეალს“ ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში „ბლანკოსი“ ფონს გასვლას ვერ ახერხებდა, რაც პირველ რიგში „ბარსელონას“ კარგი დაცვის დამსახურება იყო.
- 3 მარტი 2023
- 852
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.