ბუტრაგენიო:„ეს მარცხი დასაფიქრებელია“

ემილიო ბუტრაგენიომ „ელ კლასიკოს“ შემდეგ კომენტარი გააკეთა...

„დიახ, ეს ორ რაუნდიანი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელსაც მიზნად ვისახავდით. ვფიქრობ, ეს არის დასაფიქსრებელი მარცხი და ფეხბურთელებს მეტი აქტივობა მართებთ. „ბარსელონას“ ნამდვილად არ ჰყოლია ოპტიმალური შემადგენლობა და პრაგმატული ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა.“

„„ბარსელონამ“ დიდ ზეწოლას გაუძლო და საბოლოო ჯამში გამარჯვებას მიაღწია. მეორე ტაიმში აბსოლუტური დომინაცია გვქონდა, თუმცა ამაოდ.“

„ჩავის გუნდი დაცვაში ძალიან ეფექტურია. ამ კოლექტივმა უკანა ხაზში სწორი თამაში ისწავლა და სტილიც შეცვალა. ფაქტი ის არის, რომ „ბლაუგრანელებმა“ დაცვაში არცერთი შეცდომა არ დაუშვეს.“

„ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. მეორე დაპირისპირებაში გაცილებით მეტი აქტიურობა და ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. „რეალს“ დანებება არ სჩვევია, შესაბამისად, კატალონიას ოპტიმისტური განწყობით ვეწვევით.“

„„ელ კლასიკოში“ ყველაფრის ბედს დეტალები წყვეტს. ქაღალდზე ფავორიტი არ არსებობს. დიახ, „ბარსელონა“ წინ არის, ვინაიდან პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების.“

  • Hala
  • 3 მარტი 2023
  • 830
  • 1

1

3 მარტი 2023 13:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
თქვენი ადმინი მომწონს, თურმე რეალს თამაში დაუთმია!!! ანუ ბარსას კი არ მოუგია რეალს უბრალოდ დაუთმია. თუმცა რეალის გამარჯვებებზე არასდროს წერთ მეტოქემ დათმო შეხვედრა-ო, პირიქით რეალმა მეტოქე დაჯაბნა და აიძულა წაეგოო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)