ჩავი:„თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ“
ჩავი ერნანდესმა „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ორთაბრძოლებს ვერ ვიგებდით, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვაში ძალიან სწორად ვთამაშობდით, რამაც შედეგი გამოიღო და „ბარსელონა“ გამარჯვებული გამოვიდა. ბუნებრივია, თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ შედეგი, რაც დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, ამხელა დანაკლისის ფონზე მაქსიმალური რეზულტატი დავაფიქსირეთ.“
„ლევანდოვსკისთან, პედრისთან და დემბელესთან ერთად ჩემი გუნდი ძალიან ძლიერია. თუ ასეთი ყურადღებით ვიასპარეზებთ, „რეალს“ ყოველთვის დავამარცხებთ.“
„არაუხოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მივიჩნევ, მისი სახით უდავო ლიდერი გვყავს, რომელმაც „ელ კლასიკოს“ მოგებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეძლო.“
„ერთ ბურთიანი სხვაობა უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ წინ მეორე რაუნდია, რა თქმა უნდა, ყველაფერი „კამპ ნოუზე“ უნდა გადაწყდეს.“
„ვინისიუსს საერთოდ არაფერი გამოუვიდა. როგორც წესით, ის თითო მატჩში 6-7 მწვავე მომენტს ქმნის, მაგრამ ამ საღამოს „ბარსელონას“ მცველებმა ბრაზილიელი ვარსკვლავის აბსოლუტური განეიტრალება შეძლეს.“
„არ ვივიწყებთ, რომ „რეალი“ ფიზიკურად შესანიშნავი იყო და წინ დიდი გამოწვევა გველის.“
- 3 მარტი 2023
- 1 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.