პოტენციური „ელ კლასიკო“ ჩემპიონთა ლიგაზე
დღეს, „უეფას“ ახალგაზრდულ ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.
„რეალ მადრიდ ხუვენილ ა,“ რომელსაც ალვარო არბელოა უდგას სათავეში, „ალფრე დი სტეფანოზე“ „ზალცბურგს“ შეერკინება და წარმატების შემთხვევაში, მეოთხედფინალის საგზურს დაიბევებს.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად, „ბარსელონა“ „ალკმაარს“ მიიღებს და ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, სწორედ კატალონიელებისა და მადრიდელების გზები გადაიკვეთება.
მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, მატჩი 14 ან 15 მარტს გაიმართება, იოხან კრუიფის სახელობის სტადიონზე.
- 1 მარტი 2023
- 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.