ანტონიო სილვა „რეალის“ რადარზეა
მადრიდის „რეალის“ ყურადღებით აკვირდება ახალგაზრდა 19 წლის მცველის, ანტონიო სილვას პროგრესს, რომელიც „ბენფიკაში“ ირიცხება და საკმაოდ დიდ პერსპექტივას ფლობს...
ცენტრალური მცველი „ბენფიკას“ შუეცვლელ მოთამაშედ იქცა და განსაკუთრებულ სტაბილურობას ავლენს, ის ასევე შესანიშნავია მეორე სართულზე და არც გოლების გატანაზე ამბობს უარს.
ანტონიო სილვას პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი ფასი კი ამ ეტაპზე 20 მილიონ ევროს უტოლდება.
მადრიდში თვლიან, რომ ანტონიო ასეთი წინსვლის შემთხვევაში აუცილებლად გახდება ერთ-ერთი საუკეთესო მცველი.
- 1 მარტი 2023
- 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.