„პსჟ“-ს ულტიმატიუმი მბაპეს - „ან ეს გააკეთე, ან წადი“
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა...
ჯერ კიდევ 2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „პსჟ“-ს მენეჯმენტმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ ზაფხულიდან სახელფასო ფონდი 30%-ით უნდა შემცირდეს, სწორედ ამიტომ ფეხბურთელებს ხელფასის დაკლება მოუწევთ.
ბუნებრივია, აღნიშნული ინიციატივა მბაპესაც ეხებოდა, მაგრამ პარიზული კლუბი ერთ დაშვებას მაინც აკეთებს.
იმ შემთხვევაში, თუ მბაპე პარიზულ გრანდთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი არ შემცირდება, სხვა შემთხვევაში კი შეთანხმება წარმოუდგენელია. ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ ლოტინს უკვე ულტიმატუმის ენით ესაუბრება.
„ან გაახანგრძლივე და არ შეიმცირო ხელფასი, ან დაემორჩილე ახალ პირობებს, სხვა შემთხვევაში გამოსავალი წასვლაა“-სწორედ ამ შინაარსით მიმართა ფრანგული ფეხბურთის გრანდმა გუნდის უდავო ლიდერს.
- 28 თებერვალი 2023
- 8 932
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.