FIFA The Best - წლის საუკეთესო გუნდში 3 მადრიდელი მოხვდა!
საფრანგეთის დედაქალაქში „ფიფას“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელზეც წლის საუკეთესო თერთმეტეული (FIFPRO XI) გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის „რეალს“ ჰყავს: კურტუა, კანსელო, ვან დაიკი, ჰაკიმი, მოდრიჩი, კაზემირო, დე ბრუინი, მბაპე, მესი, ჰალანდი და ბენზემა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლიონელ სკალონის ერგო. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თვის წინ არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. გამოკითხვაში კი, კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას აჯობა.
რაც შეეხება წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს, მისი დაბევება დიბუ მარტინესმა მოახერხა. მან ხმების რაოდენობით ბონუსა და კურტუას გადაუსწრო.
როგორც წინასწარ ცნობილი იყო, სამეფო კლუბის დელეგაცია „ფიფას“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არ დასწრებია.
- 28 თებერვალი 2023
- 1 105
- 7