„კასტილიას“ დასანანი მარცხი და დაკარგული ლიდერობა [ვიდეო]
რაულ გონსალეს ბლანკოს შეგირდებმა 18 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.
ესპანეთის PRIMERA RFEF-ის 25-ე ტურში, „რეალ მადრიდ კასტილია“ სატურნირო ცხრილის ლიდერის სტატუსით ესტუმრა „სან ფერნანდოს,“ სადაც მასპინძლებისგან უშეღავათო ბრძოლა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მოწინააღმდეს, ეს საკმარისი არ გამოდგა გამარჯვებისთვის და მეტოქემ 8 წუთში მოახერხა თამაშის შემოტრიალება, რაც დედაქალაქელებს ძვირად დაუჯდათ.
„კასტილია“ კვლავ 48 ქულასა და ახლა უკვე მე-3 პოზიციას მოითვლის. 1 ქულით მეტი აქვს „დეპორტივოს,“ ხოლო 50 ქულით კი, „ალკორკონი“ აღზევდა პირველ ადგილზე.
მადრიდელების შემადგენლობა განვლილ მატჩში: დე ლუისი, რაფა მარინი, კარილიო, მარიო მარტინი, ნოელი (იკერ ბრავო, 65'), არიბასი, პეტერი (ტეო, 65'), ალვარო მარტინი (არანდა, 86'), მარველი (ედგარი, 78') , ობრადორი და ალექს ხიმენესი (ნიკო პასი, 86').
გოლები: 0-1 პეტერი (53'), 0-2 არიბასი (62'), 1-2, 2-2 დავიდ რამოსი (78,' 80'), 3-2 ბიაბიანი (პენ. 85')
26-ე ტურში (5 მარტს), „ელ კაპიტანოს“ ფეხბურთელები „რაიო მახადაჰონდას“ შეერკინებიან „ალფრედო დი სტეფანოზე.“
- 27 თებერვალი 2023
- 693
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.