„რეალი“ VS „ბარსელონა“ - მსაჯი ცნობილია
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ „ლა კოპას“ ნახევარფინალურ მატჩებზე მსაჯები გაანაწილა.
2 მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართ „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას მუნუერა მონტერო გაუძღვება, ხოლო VAR-ის ოთახში ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იმუშავებს.
39 წლის არბიტრი კარიერის განმავლობაში მე-14-დ დაუსტვენს მადრიდელებს. წინა შემთხვევებიდან, „ბლანკოსი“ 11-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა, ხოლო თითო-თითოჯერ ყაიმი და ფრე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მომავალი „ელ კლასიკო“ მონტეროსთვის რიგით მე-2 იქნება (პირველი, 2022 წლის ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალი შედგა, სადაც „თეთრებმა“ 2-3 დაამარცხეს მეტოქე - ავტ).
- 27 თებერვალი 2023
- 829
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.