MARCA - „ფიფას“ ჯილდოებს არგენტინელები გაინაწილებენ
„ფიფას“ დაჯილდოვების (The Best) ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „მარკა“ შედეგების ასაჯაროვებს.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო ფეხბურთელად მესი დასახელდება, საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ლიონელ სკალონი.
აღსანიშნავია, რომ სამივე ნომინაციაში სამეფო კლუბს ჰყავდა წარმომადგენელი ბენზემას, კურტუასა და ანჩელოტის სახით.
რაც შეეხება წლის სიმბოლურ ნაკრებს, თერთმეტეულში კურტუა, მოდრიჩი და ბენზემა დაიდებენ ბინას.
- 27 თებერვალი 2023
- 1 030
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.