კროოსის ბოლო შანსი?
გერმანელს ნახევარმცველს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერ არ გადაუწყვიტავს, დარჩება ფეხბურთში, თუ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
ტონი კროოსს მადრიდელთა რიგებში 20 ტიტული დაუგროვდა. მან „თეთრი“ მაისურით 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო 3-ჯერ პრიმერა დივიზიონი. მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა, მის კაბინეტს 1 თასი აკლია, „კოპა დელ რეის“ სახით.
მსოფლიოს ჩემპიონი დედაქალაქელთა შემადგენლობაში 2014 წლიდან გამოდის. სწორედ „რვიანის“ გადასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, უკანასკნელად იზეიმა „ბლანკოსმა“ ოქროს მედლები სამეფო თასზე.
გამომდინარე იქედან, რომ შესაძლებელია ტონიმ ზაფხულში დატოვოს გუნდი, მას ბოლო შანსი აქვს, რათა წარმატება მიაღწიოს ამ ტურნირზეც.
მიმდინარე კვირაში „რეალი“ „ლა კოპას“ ნახევარფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებას გამართავს „ბარსელონასთან.“
- 27 თებერვალი 2023
- 1 064
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.