„რეალის“ უარი „ფიფას“
როგორც იცით, დღეს, საფრანგეთის დედაქალაქში „ფიფას“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
„მარკას“ ინფორმაციით, „რეალის“ დელეგაცია პარიზში გაფრენასა და ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს. მადრიდელები აღშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ვინისიუს ჯუნიორი წლის სიმბოლური ნაკრების 26 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა.
ინფორმაციისათვის, წლის საუკეთესო მწვრთნელის, მეკარისა და ფეხბურთელის წოდებებზე, შესაბამისად, ანჩელოტი, კურტუა და ბენზემა იბრძვიან.
- 27 თებერვალი 2023
- 2 346
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.