ანჩელოტიმ მომდევნო სეზონისთვის 6 ფეხბურთელი მოითხოვა!

ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი გუნდის მენეჯმენტს შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო...

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს და გარკვეული სატრანსფერო მოთხოვნები აქვს. ანჩელოტი მიიჩნევს, რომ დაცვის ფლანგის მხოლოდ ფრან გარსიათი გაძლიერება საკმარისი არ არის და „ბლანკოსმა“ მარჯვენა მცველზეც უნდა იფიქროს.

იტალიელი სპეციალისტი არაერთ კანდიდატურას განიხილავს, მეტწილად კი ვარიანტები პრემიერლიგაში აქვს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანჩელოტის ფავორიტები ტრენტ ალექსანდრე არნოლდი და რის ჯეიმსი არიან.

გარდა ამისა, კარლიტო ნახევარდაცვის გაძლიერებასაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს და სჯერა, რომ ჯუდ ბელინგემი ლუკა მოდრიჩს სათანადოდ ჩაანაცვლებს, ასევე შესანიშნავი ვარიანტი იქნება სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებაც, რომელსაც „ლაციოს“ დატოვება აქვს განზრახული.

კარლოს აზრით, გასაძლიერებელის შეტევაც. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ გუნდში ბენზემას შემცვლელი აუცილებელია, განიხილება როგორც დუშან ვლაჰოვიჩის, ასევე კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფორვარდის კანდიდატურა. ამასთან ერთად მთავარ გუნდში დაწინაურდება ალვარო როდრიგესი, ამის შესახემ გუნდის მესაჭემ დერბის შემდგომ პრესკონფერენციაზეც ღიად განაცხადა.

და ბოლოს, კილიან მბაპეს საკითხი კვლავ ღიაა. ანჩელოტი ფრანგის დამატებაზე ოცნებობს, მაგრამ ასევე აცნობიერებს იმ სირთულეებს, რომელიც შემტევის დამატებას ახლავს თან.

  • Bernabeu
  • 27 თებერვალი 2023
  • 5 981
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (302)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)