ეს კი ბოლო წვეთია - მბაპემ „პსჟ“-ს დატოვება გადაწყვიტა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპეს აცნობა, რომ კლუბი ზაფხულიდან სახელფასო პოლიტიკას გადახედავს...
პარიზელები თვლიან, რომ სუპერ ვარსკვლავებისთვის ასტრონომიული ხელფასის გადახდა შედეგის მომტანი არ არის და ფაქტიც სახეზეა.
„პსჟ“-ს სურს, რომ ზაფხულში ფეხბურთელთა საერთო ხელფასის ჯამური ოდენობა დაახლოებით 30%-ით შეამციროს, ამის მთავარი კანდიდატი კი სწორედ კილიან მბაპეა, რომელსაც ასტრონომიული შემოსავლები აქვს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ამბავმა ლოტინი ძალიან გააბრაზა და მან სამუდამოდ გადაწყვიტა საფრანგეთის დედაქალაქის დატოვება.
თუ ფლორენტინო პერესი ლოტინის დამატებას 2024 წლის ზაფხულში ფიქრობდა, ახლა ვითარება შეცვლილია და ტრანსფერის ალბათობით 2023 წლის ზაფხულშიც არსებობს.
- 27 თებერვალი 2023
- 2 227
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.