ფლორენტინოს ხედირას საქციელი არ მოეწონა
ყველას გახსოვთ რამოდენიმე დღის წინ გამართული ამხანაგური შეხვედრა "მიუნხენის ბაიერნსა" და " მადრიდის რეალს" შორის. თურმე ამ მატჩის დასრულების შემდეგ არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი მომხდარა და ეს ჟურნალისტებმა მხოლოდ დღეს გამოაშკარავეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები მიემართებოდნენ ავტობუსისაკენ სადაც მათ უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ყველა ავტოგრაფს ითხოვდა ფეხბურთელებისაგან. "მადრიდელებმა" "მადრიდისტებთან" რამოდენიმე წუთი გაატარეს ფოტოებიც გადაიღეს მათთან და ავტოგრაფების დარიგებასაც დასჯერდნენ. მაგრამ თურმე ამ დროს "ბლანკოსის" ახალწვეული სამი ხედირა ავტობუსისაკენ გაექანა და მოკალათდა საკუთარ სავარძელში. ეს ფაქტი ფლორენტინო პერესს არ გამოპარვია ავიდა მასთან და სთხოვა ჩასულიყო თავის თანაგუნდელებთან და მათსავით მოქცეულიყო. ხედირამ ეს ველაფერი რათქმაუნდა გააკეთა, თუმცა დონ ფლორენტინოსაგან შენიშვნა მაინც დაიმსახურა.
" არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ "მადრიდის რეალის" ბანაკში. თუ გულშემატკივარი შენგან ითხოვს ავტოგრაფს უნდა მისცე მას თუ რათქმაუნდა გაქვს ამის საშუალება." პერესმა მთელი კლუბი დატუქსა, გააფრთხილა და ისე გამოამგზავრა მადრიდისაკენ.
- 17 აგვისტო 2010
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.