ლუკა მოდრიჩი „რეალს“ ტოვებს?
ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება...
არაოფიციალური ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი ბოლოდროინდელი მოვლენებით კმაყოფილი არ არის.
სამეფო კლუბს ნახევარმცველისთვის ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია ახალი ხელშეკრულება.
მოდრიჩი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კარლო ანჩელოტის მხრიდან წამოსული საქებარი სიტყვები არ კმარა და მას რეალური ხელშეკრულება ესაჭიროება.
ლუკიტა დაიღალა მის ასაკზე აპელირებით და სჯერა, რომ მომდევნო სეზონშიც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს.
თუ მოდრიჩი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წინადადებას ვერ მიიღებს, ახალი კლუბის ძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
- 25 თებერვალი 2023
- 1 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.