"თეთრები" ბელგიაში ჩაფრინდნენ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 2 საათიანი ფრენის შემდეგ, ბელგიურ მიწაზე დადგეს ფეხი.
ნიშანდობლივია, რომ მოურინიოს დამოძღვრილებს აეროპორტში ათასამდე ქომაგი დახვდა, რომლებიც ავტოგრაფებს ითხოვდნენ საყვარელი ფეხბურთელებისაგან.
გულშემატკივრების ბარიერის გადალახვის შემდეგ, მადრიდისტები სასტუმროში გაემგზავრნენ, სადაც რამდენიმე საათი დაისვენებენ და საღამოს ამხანაგურად გააგორებენ ბურთს "სტანდარტთან."შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 21 საათზე აიღებს სტარტს.
პ.ს. იმედია, კომპეტენტური პირები მატჩის საყურებელ ლინკებს მოგვაწვდიან :)
- 17 აგვისტო 2010
- 1 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.