კამავინგას დაცვაში დაბრუნება მოუწევს
დავიდ ალაბას ტრავმა კარლო ანჩელოტის დამატებით პრობლემებს უჩენს. იტალიელი სპეციალისტი დაცვის მარცხენა ფლანგზე კვლავ ედუარდო კამავინგას დააბრუნებს, მეორე ვარიანტად კი ნაჩო ფერნანდესის გამწესებას განიხილავს...
ფერლან მენდი კვლავ ტრამივრებულია. ფრანგის აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მას გარკვეული დრო კიდევ სჭირდება, შესაბამისად, მარცხენა ფლანგზე ანჩელოტის მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
კამავინგა მარცხენა მცველად კარგია, მაგრამ მოედნის ცენტრში ასპარეზობის დროს ამტკიცებს, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნახევარმცველად თამაშის დროს გაცილებით მაღალი ხდება.
- 23 თებერვალი 2023
- 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.