"სტანდარტი" - "რეალი"

"ლოს ბლანკოსი" დღეს ბელგიაში "სტანდარტს" დაუპირიპირდება ამხანაგურ მატჩში

მადრიდის "რეალისათვის" "სტანდარტთან" მატჩი რიგით მეოთხე იქნება წინასასეზონო მომზადებისას. წინა სამი მატჩი სამეფო კლუბის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკაში ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 3-2 მოიგო,ხოლო მიუნხენში "ბაიერნი" პენალტების სერიაში დამაჯერებლად დაამარცხა 4-2(ძირითადი დრო 0-0).თუ "ლოს ბლანკოსმა" ეს მატჩიც მოიგო,მაშინ იგი იმ გამონაკლისთაგანი იქნება,რომელსაც ზაფხულზე ერთი თამაშიც კი არ წაუგია.

ბელგიაში თამაში ადვილი არ იქნება,თუმცა მადრიდისტები "სტანდარტის" ფეხბურთელებზე ბევრად უკეთ გამოიყურებიან და ალბათ მოიგებენ კიდეც ამ მატჩს. ამ თამაშამდე "სტანდარტმა" 3 ამხანაგური ჩაატარა, 2 ფრედ ითამაშა,ხოლო ერთი დიდი ანგარიშით წააგო. აღსანიშნავია,რომ მიუხედავად ცუდი შედეგებისა ბელგიელები დიდი იმედებით ხვდებიან დღევანდელ მატჩს.

ჟოზე მაურინიომ წინა მატჩთან შედარებით განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. კარს როგორც ყოველთვის იკერ კასილასი დაიცავს. დაცვას არბელოა,ალბიოლი,დრენტე და რამოსი მიხედავენ.ცენტრში გაგო,ლასი,გრანერო და ვან დერ ვაარტი განლაგდებიან,ხოლო თავდასხმაში ბენზემა და იგუაინის წყვილს ვიხილავთ.საბოლოოდ ეს შემადგენლობა არაა დამტკიცებული და შესაძლოა კიდევ შეიცვალოს რამე მასში.

მოუმ "რეალში" თამაშის შანსი ხუანანსაც მისცა.კაკა,პეპე,დიარა და გარაი ტრავმის გამო ბელგიაში ვერ გაემგზავრნენ.მაგრამ გასაოცარია ის,რომ რეალის არცერთ ახალწვეულს არ დააწყებინებს ჟოზე ძირითადში თამაშს.


ინფორმაციის წყარო:realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)