ალაბა და როდრიგო - სამედიცინო დასკვნა
როგორც იცით, ალაბამ და როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის განვლილ მატჩში ტრავმა მიიღეს.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. შედეგად, ორივეს სხვადასხვა კუნთის დაზიანება დაუდგინდათ.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ავსტრიელი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იუქმებს, ხოლო ბრაზილიელს 10 დღე გაუცდება.
ამრიგად, დავიდი გამოტოვებს „ატლეტიკოსთან,“ „ბარსელონასთან“ (ორ მატჩს) „ბეტისთან,“ „ესპანიოლთან“ და „ლივერპულთან“ დაპირისპირებებს. რაც შეეხება გოეშს, ის მხოლოდ მადრიდულ დერბიში, „ელ კლასიკოსა“ და სევილიელებთან პაექრობაში დააკლდება ანჩელოტის.
- 23 თებერვალი 2023
- 3 126
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.